ირაკლი კობახიძე ონის მუნიციპალიტეტში შქმერი-მრავალძალის გზის მშენებლობის პროექტს გაეცნო - Palitra News

ირაკლი კობახიძე ონის მუნიციპალიტეტში შქმერი-მრავალძალის გზის მშენებლობის პროექტს გაეცნო

2026-08-04 20:53:06+04:00

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან, რევაზ სოხაძესთან ერთად ონის მუნიციპალიტეტში შქმერი-მრავალძალის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. მთავრობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ამჟამად მოსამზადებელი და სამობილიზაციო ეტაპი მიმდინარეობს, რის შემდეგაც გზის მშენებლობა დაიწყება. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის წარმომადგენლებმა ქალაქ ონის შესასვლელთან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოებიც დაათვალიერეს.