რუსეთში, ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში, Wildberries-ის საწყობებში ხანძარი გაჩნდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ორივე ობიექტი დრონებით თავდასხმის სამიზნე გახდა. ლენინგრადის ოლქში, კრასნი ბორში მდებარე საწყობზე შეტევა რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომაც დაადასტურა და განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ ოლქის თავზე 17 დრონი ჩამოაგდო. თავდასხმა განხორციელდა მოსკოვის ოლქშიც, სადაც სამიზნე ქალაქ ჩეხოვში მდებარე Wildberries-ის საწყობი იყო.