თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, ნატანდამჭერი ცხაურის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მოადგილესთან ერთად გაეცნო. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ინფრასტრუქტურა 2015 წლის სტიქიის შემდეგ, მოსახლეობის უსაფრთხოებისა და შესაძლო რისკების შემცირების მიზნით, ორ ლოკაციაზე მოეწყო. ამ ეტაპზე იწმინდება ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე მდებარე ცხაური, რათა ძლიერი ნალექის შემთხვევაში მდინარის დიდი ნაკადი შეუფერხებლად გაატაროს და შესაძლო საფრთხეები თავიდან აიცილოს.