სეუტაში მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთი ევროკავშირის მხარდაჭერას ელის - Palitra News

სეუტაში მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთი ევროკავშირის მხარდაჭერას ელის

2026-08-04 20:49:41+04:00

მაროკოდან ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი შესვლის შემდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები დღეს ონლაინ ფორმატში შეიკრიბებიან. Politico-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე ესპანეთისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ და მსგავს კრიზისებზე ერთიანი რეაგირების გზებს განიხილავენ. გამოცემის ცნობით, მადრიდი იმ სახელმწიფოებსაც გააკრიტიკებს, რომლებმაც შექმნილი ვითარება პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესზე პოლიტიკური თავდასხმისთვის გამოიყენეს. ესპანეთის პოზიციას შინაგან საქმეთა მინისტრი ფერნანდო გრანდე-მარლასკა წარადგენს და საერთო ევროპული სამოქმედო გეგმის ინიციატივას დააყენებს.