საჯარო მოხელისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე პროკურატურამ ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მომსახურების სააგენტოში პრაქტიკული გამოცდის დროს მძღოლობის კანდიდატმა, რომელმაც მძიმე შეცდომა დაუშვა და გამოცდის ჩაბარებას ვერ აკმაყოფილებდა, გამომცდელს თანხა შესთავაზა, რათა პროცესი გაეგრძელებინა. გამომცდელმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა, უარყოფითი შედეგი ელექტრონულ სისტემაში დააფიქსირა და მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს აცნობა.