უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივანი რუსტემ უმეროვი საგარეოდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანებულება უკვე გამოქვეყნდა პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. ზელენსკის განცხადებით, უმეროვი ახალ თანამდებობაზე დრონებთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმებების კოორდინაციას გაუწევს. მისივე ინფორმაციით, უკრაინას ამ მიმართულებით უკვე ცხრა ქვეყანასთან აქვს შეთანხმება, კიდევ 15 სახელმწიფოსთან კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამასთან, უმეროვი გააგრძელებს მუშაობას დიპლომატიურ საკითხებზეც, მათ შორის, შეერთებულ შტატებთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში.