მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბოლო განცხადებები პოლიტიკური შეფასებების მორიგი ობიექტი გახდა. მისი თანაგუნდელი, გია ბარამიძე მიიჩნევს, რომ სოციალურ ქსელშიგამოქვეყნებული პოსტები გასაკვირი არ არის. ბარამიძის შეფასებით, აღნიშნული საკითხის გარდა, „ქართულ ოცნებას“ სხვა სასაუბრო თემა არ აქვს.
რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას - პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის განცხადებები მის არაჯანსაღ მდგომარეობაზე მიუთითებს. მისივე შეფასებით, მესამე პრეზიდენტის მიერჰომეროსის „ოდისეის“ პერსონაჟების საქართველოს პოლიტიკურ რეალობასთან შედარება ამის კიდევ ერთი მაგალითია. კობახიძე ასევე ამბობს, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი სწორედ ამ გარემოებამ განსაზღვრა და საზოგადოებას ამის შესახებ შესაბამისი დასკვნების გამოტანისკენ მოუწოდებს.