პოლონურმა გამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს - Palitra News

პოლონურმა გამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს

2026-08-03 20:06:34+04:00

პოლონურმა გამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს , - ინფორმაციას პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში ავრცელებს.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, ინციდენტი ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ლებადან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 60 კილომეტრში მოხდა.

ორმა პოლონურმა გამანადგურებელმა ბალტიის ზღვის თავზე გზა რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავ „ილ-20“-ს გადაუჭრა.

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა აღნიშნა, რომ რუსული თვითმფრინავი საერთაშორისო წყლების თავზე გამორთული ტრანსპონდერით დაფრინავდა.