რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურს დაარტყეს, არის მსხვერპლი - Palitra News

რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურს დაარტყეს, არის მსხვერპლი

2026-08-03 18:31:35+04:00

რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურს დაარტყეს, რის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა , - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ განჟას ცნობით, დაღუპულებს შორის მაშველი და მისი რვა წლის ვაჟია.

რუსული ძალების იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.

რუსების დარტყმის შემდეგ გაჩენილი ხანძარი მაშველებმა ჩააქრეს.