უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა აღავლინა. შიო მესამემ მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და წმინდა ილია მართლის, ჭავჭავაძის ხსენების დღე მიულოცა. პატრიარქის თქმით, ამ დღეს ილია მეორეს ყოველთვის განსაკუთრებულად ულოცავდნენ. საკვირაო ქადაგების შემდეგ შიო მესამემ მარკოიშვილების, კანდელაკების, სიმსივეების და ინდაშვილების გვარები დალოცა.