როდის აშენდება ანაკლიიის ღრმაწყლოვანი პორტი? - Palitra News

როდის აშენდება ანაკლიიის ღრმაწყლოვანი პორტი?

2026-08-02 17:37:53+04:00

ირაკლი კობახიძის განცხადებას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი - პეტრე ცისკარიშვილი ეხმაურება. მისი განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაანონსება „ქართული ოცნების“ მხრიდან არარეალურია. ცისკარიშვილის განმარტებით, როგორც სხვა პროექტების შემთხვევაში, მმართველი გუნდი საზოგადოებას პორტის მშენებლობას ახლაც ტყუილად პირდება. საქართველოს მთავრობის მეტაურის განცხადებით კიი ანაკლიის პორტის მშენებლობა დადებითი დინამიკით მიმდინარეობს, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს 2029 წელს პორტში პირველი გემი მიიღოს.