ნეაპოლის მახლობლად 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგად, სულ მცირე 21 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო Ansa ავრცელებს. ნეაპოლის პროვინციაში ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი, 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა პარასკევს საღამოს მოხდა. მიწისძვრის ბიძგები ყველაზე ძლიერად ქალაქ პოცუ ოლიში იგრძნობოდა. მოგვიანებით, სეისმოლოგებმა დაახლოებით 30 განმეორებითი ბიძგი დააფიქსირეს. ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელი შენობის კედლის ნაწილი ჩამოინგრა და ავტომობილები დაზიანდა. სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის ცნობით, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.