სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში, როგორც უკვე ცნობილია, რეგიონული პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრის პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ახალი მინისტრი რეგიონებში მართვის ეფექტიანობაზე იქნება პასუხისმგებელი. ხელისუფლების ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ ცვლილებები მმართველ გუნდში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს. მათი შეფასებით, არსებული გამოწვევების ფონზე უფრო მნიშვნელოვანი რეგიონული განვითარების სამინისტროს გაძლიერება იქნებოდა, ვიდრე მისი გაუქმება.