სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინას 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” უკრაინული სამსახური წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი , სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი უკრაინაში აგვისტოს მეორე ნახევარში ჩავლენ.
უკრაინის დედაქალაქში ისინი მონაწილეობას მიიღებენ ღონისძიებებში, რომლებიც უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს დაეთმობა.