პარტია „დროას“ ლიდერს, პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიას, ექიმების ინფორმაციით, ანთებითი სპონ დილო ართრიტი დაუდასტურდა - ხერხემლის ანთებითი დაავადება, რომელიც აზიანებს როგორც ხერხემალს, ისე პერიფერიულ სახსრებს. ექიმების, მაკა იოსელიანისა და ანა ქავთარაძის განცხადებით, დიაგნოზი არაერთი რადიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევის, ასევე ქართველი და უცხოელი სპეციალისტების კონსულტაციების საფუძველზე დადასტურდა. მათივე თქმით, კვლევების შედეგად გამოირიცხა აქტიური ინფექციის არსებობა და მინიმუმამდე შემცირდა შესაძლო რისკები, რის შემდეგაც მკურნალობის გეგმა განისაზღვრა. ექიმების განმარტებით, ხვალიდან ელენე ხოშტარიას მიიღებს საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამის ბიოლოგიურ პრეპარატს, რომელიც დაავადების პროგრესირების შესაჩერებლად გამოიყენება. მათი შეფასებით, შერჩეული მედიკამენტი არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ყველაზე უსაფრთხო ვარიანტია და მკურნალობა ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ გაგრძელდება.