საქართველოში ახალი სახალხო მოძრაობა დაფუძნდა, რომლის მიზნად ქართული ღირებულებების, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დაცვა სახელდება. ინიციატივის შესახებ MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მოძრაობის წევრები მზად იქნებიან, ამ მიზნისთვის ნებისმიერი რისკი, მათ შორის პატიმრობაც, აიღონ. „ქართული ოცნება“ ინიციატივას დადებითად აფასებს, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ მსგავსი მოძრაობა მორალის პოლიციის შექმნის, ძალადობისა და ანგარიშსწორების წახალისების საფრთხეს შეიცავს.