რადოსლავ სიკორსკი - პრეზიდენტ ტრამპს გამარჯვებულები მოსწონს - არ გამიკვირდება, თუ მალე ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება - Palitra News

რადოსლავ სიკორსკი - პრეზიდენტ ტრამპს გამარჯვებულები მოსწონს - არ გამიკვირდება, თუ მალე ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება

2026-07-26 17:19:50+04:00

პრეზიდენტ ტრამპს გამარჯვებულები მოსწონს და აღმოჩნდა, რომ უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე მას თავდაპირველად ეგონა, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით რუსეთის სიღრმეში წარმატებით ახორციელებს დარტყმებს. „ამიტომ არ გამიკვირდება, თუ მალე ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - აღნიშნა სიკორსკიმ.