ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბური ავარიული შეწყვეტის ფაქტზე სუს-მა საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო - რას ამბობენ ექსპერტები - Palitra News

ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბური ავარიული შეწყვეტის ფაქტზე სუს-მა საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო - რას ამბობენ ექსპერტები

2026-07-25 19:46:28+04:00

დღეს დილით საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბური ავარიული შეწყვეტის ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო. საქმე 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებულ გათიშვებს უკავშირდება.

დღევანდელი ავარია დაახლოებით დილის 08:00 საათზე მოხდა. „ენგურჰესის“ დირექტორის, ლევან მებონიას ინფორმაციით, პრობლემა 500-კილოვოლტიანი „იმერეთის“ ხაზის გათიშვამ გამოიწვია, რამაც ენერგოსისტემის მუშაობა დაარღვია. ავარიის გამო შეფერხებით მუშაობდა თბილისის მეტრო, დროებით შეჩერებული იყო რკინიგზის მოძრაობაც.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, გათიშვები ადამიანურმა ფაქტორმა, გარე ჩარევამ თუ შესაძლო საბოტაჟმა გამოიწვია. კახა კახიშვილი კი აცხადებს, რომ საზოგადოებას ავარიის მიზეზებზე ამომწურავი ინფორმაცია დროულად უნდა მიეწოდოს.