ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება, დევნის ან გადაჭარბებული შეზღუდვის შიშის გარეშე, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა ანუარ ელ ანო უნიმ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ „ევროსკოპის“ მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღებას და მის გაჩუმებას, ძირს უთხრის დემოკრატიის საფუძვლებს, ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს. ევროკომისიის პრესსპიკერი ვახო სანაიას გათავისუფლებას ითხოვს.