სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი ეროვნულ სირცხვილს ავლენს: ქართული აქტივები რუსეთის ომის მანქანის საკვებად გამოიყენება - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი ეროვნულ სირცხვილს ავლენს: ქართული აქტივები რუსეთის ომის მანქანის საკვებად გამოიყენება

2026-07-23 22:10:30+04:00

ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი ეროვნულ სირცხვილს ავლენს: ქართული აქტივები რუსეთის ომის მანქანის საკვებად გამოიყენება. ამის შესახებ საქართველოს მეხუტე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი ეროვნულ სირცხვილს ავლენს: ქართული აქტივები რუსეთის ომის მანქანის საკვებად გამოიყენება. კრემლისთვის [სანქციების] თავის არიდების შესაძლებლობის მიცემით, ხელისუფლებაში მყოფნი ღალატობენ ჩვენს სუვერენიტეტს. საქართველოს ადგილი ევროპაშია, არასდროს ვიქნებით უკანა კარი რუსული აგრესიისთვის!”, - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა - ქართული ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში. ასევე, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ 14 პლატფორმას, მათ შორის საქართველოში.