სინგაპურში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გრძელდება - Palitra News

სინგაპურში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გრძელდება

2026-07-22 20:41:16+04:00

სინგაპურში პრემიერ-მინისტრისა და ქართული დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. გავრცელებული ცნობებით, მიმდინარეობს მაღალი დონის შეხვედრები როგორც ხელისუფლების პირველ პირებთან, ასევე ბიზნეს წრეებთან.. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ვიზიტის ფარგლებში საინტერესო შეხვედრები შედგა სინგაპურის საინვესტიციო სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც მათ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და საქართველოში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მინისტრის ინფორმაციით, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ანაკლიის პორტმა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობების გაფართოებას და ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობასაც.