უკრაინასა და რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება. ბოლო 24 საათში ფრონტის ხაზზე 200-ზე მეტი შეტაკება დაფიქსირდა, ყველაზე მძიმე ბრძოლები კი პოკროვსკის, ლიმანისა და კუპიანსკის მიმართულებებზე მიმდინარეობდა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა რუსეთის სამხედრო ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მიიტანეს იერიშები. მოსკოვი კი აცხადებს, რომ მაღალი სიზუსტის იარაღით უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები, აეროდრომები და დრონების საცავები დააზიანა. ორივე მხარე ოპერაციების გაგრძელებასა