მოლდოვაში პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა - ვინაა მთავრობის ხელმძღვანელი - Palitra News

მოლდოვაში პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა - ვინაა მთავრობის ხელმძღვანელი

2026-07-22 09:54:20+04:00

მოლდოვაში პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა, რომლის ხელმძღვანელიც ფინანსისტი და ინვესტორი ვასილე ტოფანი გახდა. მინისტრთა კაბინეტის პროგრამა ეკონომიკის გამოცოცხლებას, სახელმწიფო მართვის რეფორმას და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას ითვალისწინებს. პრეზიდენტ მაია სანდუს შეფასებით, მთავრობის მთავარი ამოცანები ევროპული კურსის გაგრძელება, ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერება და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირება იქნება.