ოპოზიცია ევროკავშირს სთხოვს, სირიის ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების გაუქმება ერთ-ერთ მთავარ საკითხად განიხილოს - Palitra News

ოპოზიცია ევროკავშირს სთხოვს, სირიის ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების გაუქმება ერთ-ერთ მთავარ საკითხად განიხილოს

2026-07-22 09:45:03+04:00

ოპოზიცია ევროკავშირს სთხოვს, სირიის ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების გაუქმება ერთ-ერთ მთავარ საკითხად განიხილოს. მათივე შეფასებით, ოფიციალურ დამასკოსთან ურთიერთობების აღდგენის პროცესში არსებობს შესაძლებლობა, რომ გადაიხედოს ბაშარ ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება, რომლითაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იყო აღიარებული. ოპოზიცია ასევე მიუთითებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, რომლითაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები სირიის პარლამენტთან თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამენ, რათა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან წინააღმდეგობაში მყოფი გადაწყვეტილებები გაუქმდეს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ საქართველომ ეს შესაძლებლობა აქტიური დიპლომატიით უნდა გამოიყენოს, თუმცა, როგორც თავადვე ამბობენ, „ქართულ ოცნებას“ ამ პროცესში საკმარისი ინიციატივა არ აქვს.