გერმანიაში საქართველოს ელჩი, ალექსანდრე კარტოზია, 23 ივლისს პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს - Palitra News

გერმანიაში საქართველოს ელჩი, ალექსანდრე კარტოზია, 23 ივლისს პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს

2026-07-22 09:45:32+04:00

გერმანიაში საქართველოს ელჩი, ალექსანდრე კარტოზია, 23 ივლისს პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს. ინფორმაცია გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. კარტოზია ელჩად გასული წლის ოქტომბერში დაინიშნა, თუმცა აკრედიტაციის პროცესი აქამდე არ დასრულებულა და ამ საკითხს ოფიციალური თბილისი არაერთხელ აკრიტიკებდა. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობას ქმნის. საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ამ პროცესს პოზიტიურად აფასებენ. ოპოზიციაში კი აღნიშნავენ, რომ ელჩის აკრედიტაცია მხოლოდ დიპლომატიური პროცედურაა და ის ბერლინსა და თბილისს შორის არსებულ პოლიტიკურ უთანხმოებას ავტომატურად ვერ მოაგვარებს. მათივე შეფასებით, ურთიერთობების გაუარესება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა კურსმა და ევროკავშირის უსაფუძვლო კრიტიკამ განაპირობა.