ვიქტორ ყიფიანი გამოვიდა ინიციატივით, რომ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის საარჩევნო წესებზე დიალოგი დაიწყოს. მოძრაობა „ჯერ საქართველოს“ დამფუძნებლის შეფასებით, მხარეებმა რეალური, თანაბარი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნებისთვის აუცილებელ წესებზე შეთანხმების შესაძლებლობა უნდა განიხილონ. მისივე აზრით, ოპოზიციამ ქვეყნის პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებაზეც უნდა იფიქროს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კი აცხადებს, რომ მმართველ გუნდთან დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ოპოზიცია გაძლიერდება და ხელისუფლებას დაანახებს, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეუმცირდა.