საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა - Palitra News

საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა

2026-07-21 21:02:06+04:00

საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა და ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქისგან შეძენილი გაყინული საქონლის პროდუქცია თბილისის ერთ-ერთ სამაცივრე საწყობში შეინახა, შემდეგ კი ეტაპობრივად საკუთარ მაღაზიაში გასაყიდად გადაჰქონდა. სამართალდამცველებმა როგორც მაღაზიიდან, ისე საწყობიდან დიდი ოდენობით ვადაგასული პროდუქცია ნივთმტკიცებად ამოიღეს.