საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აცხადებს, რომ ქვეყანაში 90 პოლიტიკური პატიმარია. ორგანიზაციის განმარტებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ განსაზღვრული ხუთი კრიტერიუმიდან ერთის არსებობაც საკმარისია, რათა პირი პოლიტიკურ პატიმრად ჩაითვალოს. მათივე შეფასებით, 90 პირიდან უმრავლესობა ერთზე მეტ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ხოლო მზია ამაღლობელი და ელენე ხოშტარია - ხუთივეს. ორგანიზაციამ აღნიშნული შეფასება შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე გაავრცელა.