პოზიტიური მომენტია, როდესაც ჩვენს ელჩს ექნება შესაძლებლობა, გადასცეს რწმუნებათა სიგელები გერმანიის პრეზიდენტს, იმედი მაქვს, ეს იქნება გერმანიასთან ურთიერთობების პოზიტიური გადატვირთვის შესაძლებლობა , - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, გერმანიის ახალი ელჩის ჩამობრძანება საქართველოში იქნება შესაძლებლობა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ნორმალურ ჩარჩოებში მოექცეს.
„ნამდვილად პოზიტიური მომენტია, როდესაც ჩვენს ელჩს ექნება შესაძლებლობა, გადასცეს რწმუნებათა სიგელები გერმანიის პრეზიდენტს და სრულუფლებიანად შეუდგეს თავის საქმიანობას. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება პოზიტიური გადატვირთვის შესაძლებლობა გერმანიასთან ურთიერთობებში. გერმანია არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა და ჩვენთვის ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია მათთან ურთიერთობების ნორმალიზება. გერმანიასთან ურთიერთობები ბოლო პერიოდში დატვირთული იყო უფრო მეტად უარყოფითი დინამიკით სხვადასხვა მიზეზის გამო, რომლებზეც ახლა არ ვისაუბრებ. თუმცა იმედი მაქვს, ელჩის მიერ სიგელების გადაცემა და გერმანიის ახალი ელჩის ჩამობრძანება საქართველოში იქნება შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მოექცეს ნორმალურ ჩარჩოებში, უფრო მეტად განვითარდეს, ისე, როგორც სჭირდება გერმანიასაც და ჩვენს ქვეყანასაც“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.