„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2026 წლის ინდექსები გამოაქვეყნა,- ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
მათი ცნობით, თავისუფლების ინდექსით საქართველოს ზომიერი თავისუფლების, ხოლო კეთილდღეობის ინდექსით ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი აქვს.
„საქართველო მსოფლიოს ხანგძლივი პროგრესის მქონე ქვეყნებს შორისაა. კეთილდღეობის ინდექსის 13 წლიანი გაუმჯობესებით (2013-2025) საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ამასთან საქართველომ კეთილდღეობის ინდექსში ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა _ შეფასების 100%-ანი სისტემით 78,2%. 2012 წლის შემდეგ საქართველომ კეთილდღეობის რეიტინგში პოზიცია 21 ადგილით გაიუმჯობესა, კეთილდღეობის შეფასების დონე კი 8.6 პუნქტით _ ყველაზე მკვეთრად მსოფლიოში.
კეთილღეობის შეფასება ეფუძნება 6 საყრდენს: 1. შემოსავლების დონე 2. გარემოსდაცვა. 3. უმცირესობების ინტერესების დაცულობა; 4. საზოგადოებრივი ჯანმრთელობა; 5. განათლება; 6. თანასწორობა
კეთილდღეობის ინდექსის რეიტინგი მსოფლიოს 171 ქვეყანას და ტერიტორიას ყოფს 4 კატეგორიად: მაღალი კეთილდღეობა; ზომიერი კეთილდღეობა; კეთილდღეობის დაბალი დონე და კეთილდღეობის უდაბლესი დონე. საქართველომ ინდექსის მიხედვით „ზომიერი კეთილდღეობის“ სტატუსი მიიღო, და მსოფლიოში 43-ე ადგილზე დაწინაურდა. ამასთან, საქართველოს ახლა უკვე მხოლოდ 1 ადგილით დაწინაურება ჭირდება „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსის მოსაპოვებლად.
კეთილდრეობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევრტოკავშირის და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს: ბულგარეთს, თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთს მაკედონიას, მონტენეგროს.
პოლიტიკური თავისუფლების კატეგორიაში საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო ისეთ წამყვან კრიტერიუმში, როგორიცაა „არჩევნები“, სადაც შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 77.3%-ი დააფიქსირა, შემდეგ მოდის „სამოქალაქო თავისუფლებები“ – 75.2%.
გარდა ამისა, უმცირესობათა ინტერესების დაცვის რეიტინგში მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყნას შორის მოხვდა და 39-ე ადგილზე გამწესდა.
თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსებს „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების, გაეროს, ფაიზერის ინსტიტუტის, ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და სხვადასხვა საერთაშორისო შემფასებელი ცენტრების და პროექტების თემატურ კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზას და აგრეგირებულ ინდექსებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.