უკრაინული მედია - რუსეთის ქალაქ ლიპეცკში, თბოელექტროსადგურის მახლობლად ხანძარი გაჩნდა - Palitra News

უკრაინული მედია - რუსეთის ქალაქ ლიპეცკში, თბოელექტროსადგურის მახლობლად ხანძარი გაჩნდა

2026-07-21 10:21:29+04:00

რუსეთის ქალაქ ლიპეცკში, თბოელექტროსადგურის მახლობლად ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს ლიპეცკში სარაკეტო განგაში გამოცხადდა.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

სარაკეტო იერიშის კონკრეტული სამიზნე ჯერჯერობით უცნობია.

ამასთან, რუსეთში, ლენინგრადის ოლქში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომელიც, სავარაუდოდ, დრონებით ან რაკეტებით თავდასხმას არ უკავშირდება. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძარი „ლადოგას“ ინდუსტრიულ პარკში მდებარე ქარხანას გაუჩნდა, რომელიც პოლიმერულ მასალებს აწარმოებს.