უკრაინა რუსეთის სიღრმეში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე შეტევების კამპანიას აგრძელებს - Palitra News

უკრაინა რუსეთის სიღრმეში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე შეტევების კამპანიას აგრძელებს

2026-07-21 09:52:42+04:00

უკრაინა რუსეთის სიღრმეში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე შეტევების კამპანიას აგრძელებს. ბოლო 24 საათში უკრაინულმა ძალებმა ასობით უპილოტო საფრენი აპარატით მოსკოვისა და რუსეთის ცენტრალური რეგიონების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოპერაციების მთავარი მიზანი რუსეთის სამხედრო ლოგისტიკის, ნავთობის ინფრასტრუქტურისა და მომარაგების ჯაჭვების დასუსტებაა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უპილოტო აპარატების უმეტესობა ჩამოაგდეს, თუმცა რამდენიმე რეგიონში ინფრასტრუქტურა დაზიანდა და ხანძრები გაჩნდა. ამავდროულად, რუსეთმა კიევსა და სხვა უკრაინულ ქალაქებზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იერიშები განაახლა.