ფოთმა XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს „ ნანა ალექსანდრიას თასი 2026“ უმასპინძლა. ჩემპიონატი 12 ივლისს დაიწყო და გუშინ საზეიმო ვითარებაში დაიხურა. ფესტივალში 10 ქვეყნის 530 მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები. ღონისძიების ფარგლებში 18 სხვადასხვა ტურნირი გაიმართა. ღია ტურნის გამარჯვებული და ნანა ალაექსანდრიას სახელობის თასის მფლობელი ირანელი მოჭადრაკე გახდა. ქალთა შორის გამარჯვება მაია ლომინეიშვილმა მოიპოვა. საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „ნანა ალექსანდრიას თასი - 2026“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა. საპრიზო ფონდი 65 000 ლარს შეადგენდა, რომელიც ფოთის მერიამ დააწესა.