უნგრეთის პრეზიდენტობისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოჭადრაკე იბრძოლებს - Palitra News

უნგრეთის პრეზიდენტობისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოჭადრაკე იბრძოლებს

2026-07-20 21:04:47+04:00

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა, ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოჭადრაკე, იუდიტ პოლგარი წარადგინა. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ პოლგარი იმ უნგრელებს შორისაა, რომელთა მიღწევებიც ქვეყნის ფარგლებს გაცდა და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ პრეზიდენტის პოსტი მომავალ კვირაში ვაკანტური გახდება. იუდიტ პოლგარი, რომელიც რამდენიმე დღეში 50 წლის ხდება, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქალ მოჭადრაკედ მიიჩნევა. მას აქამდე პოლიტიკური თანამდებობა არ ეკავა.