ოპოზიცია: "ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს შეგნებულად აჭიანურებს" - Palitra News

ოპოზიცია: "ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს შეგნებულად აჭიანურებს"

2026-07-20 21:03:57+04:00

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ოთხი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესს შეგნებულად აჭიანურებს. მათი შეფასებით, ეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების შესაძლო გაუმჯობესების მოლოდინს უკავშირდება. „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით „ლელოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, „ახლისა“ და „ფედერალისტების“ აკრძალვა სურს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესის მიუხედავად, პოლიტიკურ საქმიანობას არ შეწყვეტენ და ხელისუფლების შეცვლამდე ბრძოლას გააგრძელებენ.