გაერთიანებულ სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. კირ სტარმერმა ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ მესამესთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტი ოფიციალურად დატოვა, ხოლო მის ნაცვლად ქვეყნის 59-ე მთავრობის მეთაური ენდი ბერნემი გახდა. ახალი პრემიერი მსოფლიო ლიდერებისგან მილოცვებს უკვე იღებს. თანამდებობის დატოვებამდე კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ ქვეყანას უფრო ძლიერი ეკონომიკა, გაუმჯობესებული საჯარო სერვისები, შემცირებული იმიგრაცია და გაძლიერებული საერთაშორისო პოზიციები დაუტოვა. მისივე თქმით, მომავალ პრემიერ-მინისტრს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.