იოსებ სიგუას საქმეზე სააპელაციო სასამართლომ შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა - Palitra News

იოსებ სიგუას საქმეზე სააპელაციო სასამართლომ შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა

2026-07-20 21:00:26+04:00

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის ყოფილი მეუღლე, სოფიო სიგუა-შატბერავა აცხადებს, რომ დაუშვებელია დღევანდელ რეალობაში ქალები ისეთ ტყვეობაში იყვნენ, როგორშიც, როგორც თავად აცხადებს, ის იყო. როგორც სოფიო სიგუა-შატბერავა განმარტავს, მისი არასრულწლოვანი შვილებიც გამოიკითხნენ, რომლებმაც ძალიან მძიმე დანაშაულებზე ისაუბრეს. იოსებ სიგუას ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ სოფიო სიგუა-შატბერავას მიერ სასამართლოში გაჟღერებული ბრალდებები წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება. იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფია სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა და იოსებ სიგუას მიმართ გამოყენებული შემაკავებელი ორდერი ძალაში დარჩა. პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს ამ დროისთვის ელექტრონული სამაჯური აქვს.