ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით აშშ-სა და ირანს შორის დიპლომატიური კომუნიკაცია მედიატორების მეშვეობით გრძელდება - Palitra News

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით აშშ-სა და ირანს შორის დიპლომატიური კომუნიკაცია მედიატორების მეშვეობით გრძელდება

2026-07-20 15:53:36+04:00

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ისმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის დიპლომატიური კომუნიკაცია მედიატორების მეშვეობით გრძელდება. მისი განმარტებით, ირანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საკუთარი სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად. ამავდროულად, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ იზრდება. შეერთებული შტატები ირანის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს აგრძელებს, ხოლო ირანი საპასუხოდ რეგიონში ამერიკული ინტერესებისა და პარტნიორების წინააღმდეგ იერიშებს აძლიერებს. ვაშინგტონის განცხადებით, ოპერაციების მიზანი ირანის სარაკეტო, დრონებისა და საზღვაო შესაძლებლობების შეზღუდვაა, მაშინ როცა თეირანი აცხადებს, რომ სამხედრო ზეწოლას არ დაემორჩილება და პასუხს გააგრძელებს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩავარდნის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება კონფლიქტის კიდევ უფრო გაფართოების საფრთხეზე საუბრობს.