ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ "ქართული ოცნება" საკუთარი ოპონენტების საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველზე აკრძალვის საკითხს აჭიანურებს, რადგან იმოქმედოს ისე, როგორც ეს აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებას გამოადგება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რაც არ უნდა მოხდეს პოლიტიკურ ბრძოლას არ შევწყვეტენ და იმოქმედებენ ბოლომდე ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვლება. საკონსტიტუციო სარჩელით "ქართული ოცნება" 4 ოპოზიციური ძალის გაუქმებას ითხოვს, ესენია "ლელო", "ნაციონალური მოძრაობა", "ახალი" და "ფედერალისტები".