დისნეის ცნობილი ანიმაცია „მოანა“ კინოეკრანებზე ამჯერად ცოცხალი შესრულებით ბრუნდება. წყნარი ოკეანის კუნძულის ბელადის ასულისა და ნახევარღმერთ მაუის ჯადოსნური თავგადასავლის ნახვა საქართველოს კინოთეატრებში უკვე შესაძლებელია. ფილმის პრემიერაზე მისულ მაყურებელს გამომცემლობა „პალიტრა ელმა“ უმასპინძლა. გამომცემლობამ სტუმრებს ადგილზე მრავალფეროვანი გათამაშებები და საჩუქრები დაახვედრა.