ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თემა კვლავ პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად რჩება. ოპონენტი პარტიების ნაწილის აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშია. ქართულ ოცნების წევრების განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაკავშრებული სხვა პარტიები რეალურ ოპოზიციას არ წარმოადგენენ. მიაჩნიათ, რომ დაწყებული პროცესი არა პოლიტიკური დევნა, არამედ სამართლებრივი პროცესია, რადგან სახეზეა დანაშაულებრივი ჯგუფები, რომლებიც გარე დაკვეთებით მოქმედებენ. ოპონენტები ბრძოლის გაგრძელებას აანონსებენ.