საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრი დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს - Palitra News

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრი დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

2026-07-18 15:36:35+04:00

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრი დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებაზე წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები, მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. საერთო საჯარისო ცენტრი 2016 წელს „ეროვნული სასწავლო ცენტრი კრწანისის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა.