უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური -უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 13 გემს შეუტიეს - Palitra News

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური -უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 13 გემს შეუტიეს

2026-07-18 14:17:06+04:00

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის, რობერტ „მადიარ“ ბროვდიმ განცხადებით, რუსეთს ფრონტის ხაზიდან უპილოტო სისტემების ცენტრ „რუბიკონის“ 200-მდე ოპერატორთა ჯგუფი შავ და აზოვის ზღვებში გემების დასაცავად გადაჰყავს.

მისი თქმით, „რუბიკონის“ დანაყოფების გარდა, გემების დასაცავად ასევე მობილიზებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 51-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიის და საჰაერო თავდაცვის პოლკის ძალები. ისინი იყენებენ საჰაერო თავდაცვის დრონებს, გადასატან საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ტყვიამფრქვევებს.

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის ინფორმაციით, 6-18 ივლისს, ოპერაცია „მოლოჩკას“ ფარგლებში, უკრაინულმა დრონებმა 172 რუსულ გემს დაარტყეს, აქედან 118-ს აზოვის ზღვაში და 54-ს - შავ ზღვაში.

მისივე განცხადებით, მხოლოდ 18 ივლისის ღამეს, უკრაინელებმა 13 ხომალდს დაარტყეს, აქედან 8 მშრალი ტვირთმზიდი გემია, ერთი ნავთობტანკერი, ერთი გაზის გადამზიდი გემი, ერთი საბუქსირე გემი და ორი მცურავი ამწეა.

ბროვდიმ აღნიშნა, რომ ოპერაციის მიზანია ნავთობის, საწვავის და სხვა ტვირთების სანქციების დარღვევით ტრანსპორტირების შეჩერება.