„ოპოზიციური ალიანსის“ წევრები შეხვედრას გეგმავენ, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მიიღებს - Palitra News

„ოპოზიციური ალიანსის“ წევრები შეხვედრას გეგმავენ, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მიიღებს

2026-07-17 21:15:46+04:00

უახლოეს დღეებში ოპოზიციური ალიანსის წევრები შეხვედრას გეგმავენ, რომელზეც სამომავლო სტრატეგიასა და შეთანხმების პირობების დაცვაზე იმსჯელებენ, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საერთო მუშაობისთვის შესაბამისი გარემო აღარ არსებობს. პარტიაში განმარტავენ, რომ მათ მიმართ მუდმივი კრიტიკის ფონზე თანამშრომლობა შეუძლებელი გახდა, რის გამოც დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. სამომავლო ურთიერთობის ფორმატზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.. ალიანსი ნაციონალური მოძრაობის გარიცხვას არ აპირებს, თუმცა დასძენენ, რომ გაერთიანების ღირებულებების უგულებელყოფა სახეზეა.