ოპოზიციის განცხადებით, პარტიების შესაძლო აკრძალვის მიუხედავად, პოლიტიკურ ბრძოლას არ შეწყვეტენ - Palitra News

ოპოზიციის განცხადებით, პარტიების შესაძლო აკრძალვის მიუხედავად, პოლიტიკურ ბრძოლას არ შეწყვეტენ

2026-07-17 21:14:18+04:00

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნება საკუთარი ოპონენტების საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველზე აკრძალვის საკითხს აჭიანურებს, რადგან იმოქმედოს ისე, როგორც ეს აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებას გამოადგება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რაც არ უნდა მოხდეს პოლიტიკურ ბრძოლას არ შევწყვეტენ და იმოქმედებენ ბოლომდე ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვლება. საკონსტიტუციო სარჩელით ქართული ოცნება 4 ოპოზიციური ძალის გაუქმებას ითხოვს, ესენია ლელო, ნაციონალური მოძრაობა, ახალი და ფედერალისტები.