ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, სირიაზე, იორდანიასა და ომანზე თავდასხმა განახორციელეს - Palitra News

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, სირიაზე, იორდანიასა და ომანზე თავდასხმა განახორციელეს

2026-07-17 15:33:44+04:00

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, სირიაზე, იორდანიასა და ომანზე თავდასხმა განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Le monde ირანის ოფიციალური ახალი ამბების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. Le monde-ს ინფორმაციით, იორდანიამ დღეს დილით ირანის მხრიდან გასროლილი სამი რაკეტა ჩამოაგდო. იორდანიის არმიის განცხადებით, ირანის ამ თავდასხმებს მსხვერპლი და დაზიანება არ მოჰყოლია. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ გაანადგურეს საზღვაო სათვალთვალო რადარი ომანში, სალალას რეგიონში და ამერიკული საჰაერო სათვალთვალო რადარი ღანამის რეგიონში.