კახა კალაძე იტალიური არქიტექტურული ჯგუფის განცხადებაზე - არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული - მერიამ გასცა „რიყის დოქების“ დემონტაჟის ნებართვა, კერძო მესაკუთრე რა ბიზნესსაქმიანობას აწარმოებს, ჩვენს კომპეტენციაში არ შედის - Palitra News

კახა კალაძე იტალიური არქიტექტურული ჯგუფის განცხადებაზე - არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული - მერიამ გასცა „რიყის დოქების“ დემონტაჟის ნებართვა, კერძო მესაკუთრე რა ბიზნესსაქმიანობას აწარმოებს, ჩვენს კომპეტენციაში არ შედის

2026-07-17 15:31:31+04:00

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მცდარია ე.წ. რიყის დოქების ავტორის, იტალიური არქიტექტურული ჯგუფის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჯუფის არაერთხელ გამოსულა მთავრობასთან მუშაობის წინადადებით, თუმცა შეთავაზებები უპასუხოდ დარჩა. კალაძე ამბობს, რომ მერიაში არანაირი წერილი არ შემოსულა, სხვა შემთხვევაში მას მოჰყვებოდა პასუხი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან.მერის განმარტებით, , თბილისის მერიამ გასცა დემონტაჟის ნებართვა, ხოლო კერძო მესაკუთრის ბიზნესსაქმიანობა მერიის კომპეტენციაში არ შედის . „რიყის დოქების“ ავტორმა, იტალიურმა არქიტექტურულმა ჯგუფმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ "რიყის დოქების" დემონტაჟი „კულტურულად უკან გადადგმული დიდი ნაბიჯია“. „ბოლო თვეების განმავლობაში სტუდია არაერთხელ გამოსულა საქართველოს მთავრობასთან მუშაობის წინადადებით ალტერნატიული გზების გამოსანახად, სამწუხაროდ, ეს შეთავაზებები უპასუხო დარჩა… - ნათქვამია განცხადებაში