ვიდრე აშშ-თან სტარტეგიული პარტნიორობის აღდგენის ბედი გაურკვეველია და ევროპელი ლიდერების მხრიდან საქართველოს საგარეო კურსთან მიმართებით მუდმივი კრიტიკა ისმის, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციიდან საქებარ სიტყვებს იღებს. მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ქართული ოცნება ცდილობს გაატაროს დამოუკიდებელი, ეროვნული ინტერესები, რაც დაავლეთის წარმადგენლებს აღიზიანებთ. ქართველი ოპოზიციონერების განცხადებით, ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელების განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა, რაც მეტყველებს საქართველოს საგარეო კურსის ევროპულიდან გადახვევაზე.