არჩილ გორდულაძე - მაკა ბოჭორიშვილისა და ჩვენი გუნდის საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენა არის ცივი შხაპი „კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“, რადგან ნარატივი, თითქოს საქართველო გაწეულია საერთაშორისო ურთიერთობიდან, ინგრევა ხოლმე - Palitra News

არჩილ გორდულაძე - მაკა ბოჭორიშვილისა და ჩვენი გუნდის საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენა არის ცივი შხაპი „კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“, რადგან ნარატივი, თითქოს საქართველო გაწეულია საერთაშორისო ურთიერთობიდან, ინგრევა ხოლმე

2026-07-17 13:24:22+04:00

მაკა ბოჭორიშვილის და ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრის საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენა არის ცივი შხაპი კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“, რადგან ნარატივი, თითქოს, საქართველო გაწეულია ნებისმიერი საერთაშორისო პოლიტიკური ურთიერთობიდან, პირდაპირ ჩამოინგრევა ხოლმე, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ნებისმიერ საშუალებას იყენებს იმისთვის, რომ საქართველოს და სიმართლის ხმა ისმოდეს.

„მაკა ბოჭორიშვილის და ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრის საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენა არის ცივი შხაპი კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“, რადგან ნარატივი, თითქოს, საქართველო გაწეულია ნებისმიერი საერთაშორისო პოლიტიკური ურთიერთობიდან, პირდაპირ ჩამოინგრევა ხოლმე. ჩვენ ნებისმიერ საშუალებას ვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს ხმა ისმოდეს, სიმართლის ხმა ისმოდეს, მიუხედავად იმისა, რა შეფასებებს გააკეთებს და რა თავდასხმა მოჰყვება ამას კოლექტიური გლობალური ძალების გავლენების ქვეშ გაერთიანებული სხვადასხვა ბიუროკრატის მხრიდან.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას - რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვიყავით, ვართ და მომავალშიც ვიქნებით ამ ურთიერთობების თვისებრივად სხვა ეტაპზე გადასაყვანად, მათ შორის, კონკრეტული გეგმის განსასაზღვრად, რათა სტრატეგიული პარტნიორობა იყოს უზრუნველყოფილი და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი ჩანაწერი. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, დანარჩენი ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის ხელშია,“ - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობა მიიღო მინისტერიალში - „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ". ღონისძიება ვაშინგტონში გაიმართა და მასში 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.