რუსეთის მიერ ოდესაზე განხორციელებულ დარტყმას 2 ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

რუსეთის მიერ ოდესაზე განხორციელებულ დარტყმას 2 ადამიანი ემსხვერპლა

2026-07-17 12:23:47+04:00

რუსეთის მიერ ოდესაზე განხორციელებულ დარტყმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლები, რელიგიური და სკოლამდელი დაწესებულებები, ავტომობილები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. შემთხვევის ადგილზე საგანგებო და კომუნალური სამსახურები მუშაობდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონზე განხორციელებული დარტყმების შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ამასთან, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 249 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა.